თამთა მეგრელიშვილი: თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური ეწევა დაუფარავ საბოტაჟს!

ეს კაცი მართლმსაჯულების ძირეულ პრინციპებს არღვევს და ქმნის რწმენას, რომ კანონთან და სამართალთან ჯერ კიდევ ბნელა როცა სამოსამართლო ისტორიაში შენ მიერ განხილული საქმეების ირგვლივ ამდენი კითხვის ნიშანია კეთილი უნდა ინებო და დაფიქრდე – გადაწყვეტილების მიღებისას იყო კანონი თუ იყო მხოლოდ შინაგანი რწმენა- ამის შესახებ წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თელავის მოსამართლის მამუკა წიკლაურის გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მის მიერ გათავისუფლებულმა პირმა 1 კვირის შემდეგ ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს არ გვჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერი სამოსამართლო პრაქტიკა, დაშინებებით წართმეული ქონებების საქართველო და კანონის სახელით მოსაუბრე რეკეტიორები, ზოგი მანტიაში ზოგიც მანტიის გარეშე. ქვეყანა აღარ დაბრუნდება წარსულში და სამოსამართლო მანტია ვერ იქნება ფარი უკანონობის.

 

„არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე, მაგრამ როცა სამოსამართლო ისტორიაში შენ მიერ განხილული საქმეების ირგვლივ ამდენი კითხვის ნიშანია კეთილი უნდა ინებო და დაფიქრდე – გადაწყვეტილების მიღებისას იყო კანონი თუ იყო მხოლოდ შინაგანი რწმენა. მოვითხოვ შესწავლილ იქნეს მოსამართლე მამუკა წიკლაურის საქმიანობის ისტორია! თქვენ იპოვით არაერთ სკანდალურ და საეჭვო საქმეს!!! 2021 წელი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური; 2021 წელი – პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური; 2021 წელი – მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური; 2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური; 2014 წელი – თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური; 2013 წელი – კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე, მამუკა წიკლაური რამდენიმე დღის წინ იმ პირის გამოშვება, რომელმაც გუშინ საკუთარი ცოლი იმსხვერპლა- მოსამართლე მამუკა წიკლაური. თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური ეწევა დაუფარავ საბოტაჟს! შეისწავლეთ მისი სამოსამართლო საქმიანობა, ეს კაცი მართლმსაჯულების ძირეულ პრინციპებს არღვევს და ქმნის რწმენას, რომ კანონთან და სამართალთან ჯერ კიდევ ბნელა!!! არ გვჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერი სამოსამართლო პრაქტიკა, დაშინებებით წართმეული ქონებების საქართველო და კანონის სახელით მოსაუბრე რეკეტიორები, ზოგი მანტიაში ზოგიც მანტიის გარეშე. ქვეყანა აღარ დაბრუნდება წარსულში და სამოსამართლო მანტია ვერ იქნება ფარი უკანონობის. შეისწავლეთ ამ მოსამართლის საქმენი საგმირონია- თქვენო “ღირსებავ” გადაწყვეტილების მიღებისას თქვენთან არის კანონი, არის შინაგანი რწმენაც თუ მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა?!”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Back to top button