ვლადიმერ ბოჟაძე: დროა, კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ მოსამართლე მამუკა წიკლაურის საეჭვო გადაწყვეტილებებით

ნაცრეჟიმის ყოფილი მთავარი პროკურორის ოჯახის წევრი და ზურაბ ადეიშვილის კადრი მამუკა წიკლაური არაერთხელ იქნა მხილებული ამგვარ ქმედებაში. მეტი კრიმინალი თავისუფლებაზე, მეტი დანაშაული, მეტი მსხვერპლი… სამწუხაროა, რომ ომისა და ღალატის პარტია ყველა რესურს იყენებს ქვეყანაში ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ბოჟაძე წერს ომისა და ღალატის პარტია ყველა რესურს იყენებს ქვეყანაში ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად, ამას ემატება საჯარო სექტორში დარჩენილი კადრები და ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსამართლეები რომლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ! მისივე თქმით დროა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ მოსამართლე მამუკა წიკლაურის საეჭვო გადაწყვეტილებებით.

 

„ბოლო დღეებში სამი ქალი მოკლეს, სამი მეუღლე, სამი დედა და სამ ოჯახში ობლად გაიზრდებიან შვილები… ამ უმძიმეს ტრაგედიებს საზოგადოების უმკაცრესი შეფასება და რეაგირება ჭირდება. კანონმდებლობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აღსრულების ნაწილში ბევრი ხარვეზია. ძნელად თუ დაიჯერებს ადამიანი, რომ მოძალადე რომელმაც გუშინ თელავში ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ დააკავა (გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი), მაგრამ მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

თუ ვნახავთ რომელმა მოსამართლემ გაათავისუფლა მოძალადე და პოტენციური მკვლელი, მაშინ გასაკვირიც არაფერი იქნება, მოსამართლე მამუკა წიკლაური ხომ უკვე დიდი ხანია კრიმინალების და მკვლელების მფარველად ითვლება, ნაცრეჟიმის ყოფილი მთავარი პროკურორის ოჯახის წევრი და ზურაბ ადეიშვილის კადრი მამუკა წიკლაური არაერთხელ იქნა მხილებული ამგვარ ქმედებაში. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა თუმცა, ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს დანიშნული ზოგიერთი მოსამართლე დღესაც რჩება ადეიშვილის გავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებას პარტიული და პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად იღებს: მეტი კრიმინალი თავისუფლებაზე, მეტი დანაშაული, მეტი მსხვერპლი… სამწუხაროა, რომ ომისა და ღალატის პარტია ყველა რესურს იყენებს ქვეყანაში ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად, რადიკალური ოპოზიცური პარტიები, კონტროლირებადი მედია და სამოქალაქო სექტორი, ამას ემატება საჯარო სექტორში დარჩენილი კადრები და ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსამართლეები რომლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ! ვფიქრობ დროა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ მოსამართლე მამუკა წიკლაურის საეჭვო გადაწყვეტილებებით და ამ გადაწყვეტილებების სავარაუდო ფინანსური და პოლიტიკური მოტივების შესახებ ინფორმაციით!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Back to top button