დავით ქართველიშვილი: ადეიშვილის “კლანის წევრმა” და გვარამიას ახლობელმა მოსამართლემ ფაქტიურად მკვლელობის ჩასადენად ლიცენზია მისცა გარეწარ კრიმინალს, რომელიც მანადე პოლიციას ჰყავდა დაკავებული

„საინტერესოა, თუ შენ ერთდროულად ხარ ზურა ადეიშვილის “კლანის წევრი”, ნიკა გვარამიას ახლობელი და მოქმედი მოსამართლე – ამ სახელმწიფოს, ამ ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის, მიზანმიმართული ტკივილის მიყენების რა მოცულობის “კვოტით” შეიძლება სარგებლობდე, როდემდე და რატომ? – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსამართლის მამუკა წიკლაურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

 

„საინტერესოა, თუ შენ ერთდროულად ხარ ზურა ადეიშვილის “კლანის წევრი”, ნიკა გვარამიას ახლობელი და მოქმედი მოსამართლე – ამ სახელმწიფოს, ამ ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის, მიზანმიმართული ტკივილის მიყენების რა მოცულობის “კვოტით” შეიძლება სარგებლობდე, როდემდე და რატომ? ამ დღეებში, კახეთში ნაც/ მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ფაქტიურად მკვლელობის ჩასადენად ლიცენზია მისცა გარეწარ კრიმინალს, რომელიც მძიმე დანაშაულზე მყისიერად იქნა დაკავებული პოლიციის მიერ, ხოლო მოსამართლემ მას გირაო შეუფარდა და ამით საშუალება მისცა, სახლში დაბრუნებისთანავე, მას საკუთარი ცოლი მოეკლა.

 

„მოსამართლე“ მამუკა წიკლაურის სკანდალური და საეჭვო საქმეები, დიდი ხანია აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას!!! 2021 წელი – ზურაბ ზვიადაურის სკანდალური საქმე – განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გირაოთი გაანთავისუფლა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2021 წელი – თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2021 წელი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2021 წელი – პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2021 წელი – მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2014 წელი – თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური 2013 წელი – კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური…“, – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Back to top button