10 ოქტომბერს რუსეთის მხრიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქის დაბომბვას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ეხმაურება.
„უსმენ და უყურებ ინფორმაციას უკრაინიდან… დაიბომბა მთელი ქვეყანა, უმოწყალოდ ანადგურებს აგრესორი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კიევში, ლვოვში, ოდესაში… გასაგებია? რისთვის გვამზადებდნენ „პარტნიორები“ და წაღმა-უკუღმა მედასავლეთე, შარვალჩახდილი კიკუ – „პატრიოტები“! რას გადავრჩით“, – წერს ხაინდრავა.