დავით ქართველიშვილი: იმედია მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია

იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით.

მისივე თქმით,  თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გაუკვირდება, ბრუნო ლე მერი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას.

“იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია. თუმცა, თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

Back to top button