როგორი პრაქტიკული შედეგი ექნება ამ მხარდაჭერას მომავალი დაგვანახებს, თუმცა ევროპარლამენტში ასეთი სამეგობრო და საპარტნიორო წრე, ხელისუფლებას ცალსახად წარმატებაში შეიძლება ჩავუთვალოთ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი PES-ის კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას.
მისი თქმით, ქართული დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შედეგად, ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპარლამენტის “სოციალისტების და დემოკრატების პროგრესიული ალიანსის” 145-წევრიანი ფრაქციის სრული და უპირობო მხარდაჭერა.
„მოქმედ ხელისუფლებას ხშირად და სამართლიანად აკრიტიკებენ – რატომ არ მუშაობს ოდნავ უფრო აქტიურად, რათა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან ევროპარლამენტის დონეზე არ გაიუმჯობესოს საპარტნიორო და ლობისტური ურთიერთობები ამა თუ იმ წამყვან ევროპულ პარტიასთან, მსგავსად იმისა – რა “ნაყოფიერი” ალიანსი აქვთ შექმნილი ჩვენს ნაცრადიკალებს “ევროპის სახალხო პარტიის” ევროპარლამენტის ფრაქციასთან.
საკმარისია, ამ ალიანსის მხოლოდ ბოლო პერიოდის ყველაზე სამარცხვინო და დესტრუქციული “პროდუქტები” გავიხსენოთ: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების და “დეოლიგარქიზაციის”, ასევე სააკაშვილის “პოლიტპატიმრად” შერაცხვა და ციხიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ 705 წევრიან ევროპარლამენტში – “ევროპის სახალხო პარტიას” 182 დეპუტატი ჰყავს. გერმანიაში, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შედეგად, ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპარლამენტის “სოციალისტების და დემოკრატების პროგრესიული ალიანსის” 145-წევრიანი ფრაქციის (Party of European Socialists, PES) სრული და უპირობო მხარდაჭერა. ამ ეტაპზე ეს მხარდაჭერა გამოიხატება აღნიშნული ფრაქციის მხრიდან საქართველოსთვის EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაში. როგორი პრაქტიკული შედეგი ექნება ამ მხარდაჭერას – მომავალი დაგვანახებს, თუმცა ევროპარლამენტში ასეთი სამეგობრო და საპარტნიორო წრე, ხელისუფლებას ცალსახად წარმატებაში შეიძლება ჩავუთვალოთ“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.