ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

“თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით..

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია” – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button