,,გაუფრთხილდი კულტურულ მემკვიდრეობას’’ – ვიდეორგოლის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ახალი ვიდეორგოლის ,,გაუფრთხილდი კულტურულ მემკვიდრეობას’’ პრეზენტაცია გაიმართა!

ვიდეო რგოლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში!

პრეზენტაციამდე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოდგილე – კაკო ძნელაძემ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე და მის შენარჩუნებაში საზოგადოების მონაწილეობის როლზე ისაუბრეს.

ვიდეო რგოლი სააგენტოს გუნდის აქტიური ჩართულობით ზვიად სირაბიძის მიერ მომზადდა!

Back to top button