ირაკლი კობახიძე: ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე პოლემიკაში შევიდეთ

ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა გრძელდება.

„სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს – ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს, სანქციები დაუწესდა.

Back to top button