საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის
„ალფა” ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ასეულის
სიტუაციური სწავლების მიზანი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის
შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში ნატოს მე-2 დონის (NEL-2)
შეფასებისთვის მზადყოფნაა. „ალფა” ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ
რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო
პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“
და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის
მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების
გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის
საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს
დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.
ქვედანაყოფი ნატოს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და
მზადყოფნაში გადის.