ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

ფინანსთა მინისტრსა და თურქ დიპლომატს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის მიმართულებით.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას.

Back to top button