თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი წიკლაურის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. დღეს შეხვედრები გაიმართა სოფლებში ბორბალო, ერტისი, ვაშლოვანში და ღოუბანი.
„ქართული ოცნების გუნდთან ერთად ჩვენი მოქალაქეებისგან მოვისმინეთ და გავიზიარეთ ყველა პრობლემა, რაც პრიორიტეტულია და სასწრაფოდ გადასაჭრელი. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარი გამოწვევაა, თითოეული თქვენგანის სოციალური მდგომარეობის განვითარებაზე ზრუნვა, ახალი ინიციატივების ხელშეწყობა. დავიწყებ ინფრასტრუქტურის მოწყობით, მცირე მეწარმეობის განვითარებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში გაჩნდეს ბევრი ეკონომიკურად ძლიერი სოფელი. ჩემი მთავარი ოპონენტი თქვენი პრობლემების გადაჭრა და თქვენი მოთხოვნებია, გავერთიანდეთ, მომავალი ერთად გავხადოთ უკეთესი“ – განაცხადა შეხვედრაზე თეთრიწყაროს მერობის კანდიდატმა გიორგი წიკლაურმა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა და მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს სოფელ არდისუბანში, ენაგეთში, შავსაყდარში, ასურეთში.