„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდასხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , – ამის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა. „მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას.