ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია”,- წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.