გია გზირიშვილი: რას გულისხმობს ოპოზიციის წარმოდგენაში ,,დეოლიგარქიზაცია”, კიბოს სამკურნალო თუ საკვლევი კომპლექსები გავაჩერებინოთ, ფული წავართვათ და დემოკრატიის სახელით ოპოზიციას გავუნაწილოთ?

ვთქვათ ივანიშვილი ოლიგარქია და არა მეცენატი. რას გულისხმობს ოპოზიციის წარმოდგენაში ,,დეოლიგარქიზაცია” ? ბავშვთა, ავადმყოფთა, შშმ პირთა, სტუდენტთა დახმარების ფონდები დავუყადაღოთ? ჩამოყალიბებული რომელს გაქვთ, მიშას, მელიას, ხაბეიშვილს თუ შალიკოს? – ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი გია გზირიშვილი წერს.

„კარგი, ვთქვათ,. ივანიშვილი ოლიგარქია და არა მეცენატი. და რას გულისხმობს ოპოზიციის წარმოდგენაში ,,დეოლიგარქიზაცია” ?

 

  1. ქვეყნიდან გავაძევოთ?

 

  1. ხელოვანი ხალხისთვის დანიშნული დახმარებები გავაუქმებინოთ?

 

  1. თბილისში პროექტები გავუჩეროთ თუ ქუთაისის უნივერსიტეტის და კიბოს სამკურნალო თუ საკვლევი კომპლექსები გავაჩერებინოთ?

 

  1. ქართული ეკლესიების, თეატრების და მუზეუმების რესტავრაციები ავუკრძალოთ და ისტორიული ძეგლების აღდგენა- მოვლა?

 

  1. ქართული ეროვნული ღირებულებების საზღვარგარეთ შესყიდვა და ქართული მუზეუმებისთვის გადაცემა ავუკრძალოთ?

 

  1. უნიკალური ქართული ვაზის და ხორბლის ჯიშების გამოყვანა შენახვა გავრცელება ავუკრძალოთ?

 

  1. ბავშვთა, ავადმყოფთა, შშმ პირთა, სტუდენტთა დახმარების ფონდები დავუყადაღოთ?

 

  1. ფული წავართვათ და დემოკრატიის სახელით ოპოზიციას გავუნაწილოთ? ჩამოყალიბებული რომელს გაქვთ, მიშას, მელიას, ხაბეიშვილს თუ შალიკოს? მინის სასახლის პადვალში ქეში რომ აქვს, 700 მილიონი, უკვე გაინაწილეთ? ემანდ ჩხუბი არ მოგივიდეთ, პირველი შალიკომ აღმოაჩინა!.

პუ.სუ. ისე, გულზე ხელი დაიდეთ, ან აგერ, მე წამავლეთ ხელი და ალალად თქვით, 2003 დან 2009- მდე რომ გაფინანსებდათ, ისევ რომ ისე დაგაფინანსოთ, ტრაკზზე არ აკოცებდით სათითაოდ მთელი ფანჩატური? პუ. პუ. სუ. და ამ ყველაფერს თუ თქვენი მიზეზით გააჩერებენ, ჩაშლიან, რატომ ფიქრობთ რომ ჩვეულებრივი ამომრჩეველი ხალხი თქვენ დაგიჭერთ მხარს არჩევნებში და თქვენ მოგიყვანთ ხელისუფლებაში?“- წერს გია გზირიშვილი.

Back to top button