ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს მუზეუმში ქალაქ თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა და „ერეკლეობა“ მიულოცა. მან თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ასევე, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას დაესწრო.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც იმყოფებოდა.
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.