დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში დააბრუნოს

„ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“, – ამის შესახებ Postv-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმიტომ იწუნებს მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა.

„ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო გამოცდილებას. ერთ-ერთი გამოცდილება, დეოლიგარქიზაციის ხაზით, დაგვიწუნეს, რამეთუ, საბოლოო ჯამში, საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. ეს ხომ მათი რეკომენდაცია იყო ევროსაბჭოსადმი, რომ ერთ ადამიანზე მორგებული ჩანაწერი გაჩენილიყო იმ 12 ხაფანგში და არა – რეკომენდაციაში.

საბოლოო ჯამში, ჩვენ გადმოვიღეთ პრეცედენტული კანონი, რომლის მსგავსი მეორე კანონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომელიც თავიდანვე მოიწონეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა უკრაინაში, ვენეციის კომისიაზე აღარაფერს ვამბობ… ამ კანონის მოფიქრებით და ტექსტით მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამაყობდა. ახლა უბრალოდ, საკუთარი ბელადის წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

Back to top button