საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე საბერძნეთის ქალაქ ამინდეოში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა. უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
უფროსი ლეიტენანტი ლიკა წულუკიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა დაცვის განყოფილების უფროსი ინსპექტორია.
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.