საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისთვის დუბაიში გაემგზავრა.
თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ – გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გააცილეს და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.