საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში „შორ მანძილზე სროლის ერთობლივი სწავლება“ დასრულდა. სწავლების გამოშვების ცერემონიალი მუხროვანის ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონიალს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილიდა საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. ერთობლივ სწავლებაში ფრანგ პარტნიორებთან ერთად, სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორები და რეინჯერთა ბატალიონის სნაიპერთა შემადგენლობა მონაწილეობდა. პირადმა შემადგენლობამ სნაიპერული იარაღიდან სხვადასხვა დისტანციაზე სროლა მუხროვანის ბაზაზე და სამთო სნაიპერული სროლები ქ. ახალქალაქში „აბულის“ სამთო სასროლეთზე განახორციელეს.
სწავლება საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლების ფარგლებში ჩატარდა.