საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ამ კუთხით, ქვეყნის მდგრად განვითარებას საერთაშორისო, მიუკერძოებელი ექსპერტების დასკვნები მოწმობს.
„არსებობს მთელი რიგი საერთაშორის ორეიტინგები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ და ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად ინდიფერენტულად არიან განწყობილები.
ისინი იმ ფაქტებსა და მოცემულობებს უყურებენ, რომლებითაც დემოკრატიის განვითარებას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის დონის განმსაზღვრელ სხვადასხვა მდგენელს აფასებენ. ამ შეფასებების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა რეიტინგში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში პროგრესია დაფიქსირებული და უმრავლეს შემთხვევაში – ცენტრალური აზიისა და კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, საქართველო, მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით, ლიდერობს. ესპარამეტრებია: უმცირესობის უფლებების დაცვა, ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა და სხვ. ბოლო 10 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო მუდმივ, დინამიკურ, მდგრად გაუმჯობესებას აჩვენებს.
ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო, მიუკერძოებელი ექსპერტების მხრიდან არის შეფასებული. როგორ კეთდება ეს შეფასებები?
როდესაც ერთი წყარო მათ რაღაც ინფორმაციას აწვდის, ისინი ყოველთვის ცდილობენ ამ წყაროს გადამოწმებას ან ირიბად დადასტურება/უარყოფას. ასე რომ, ეს არის მრავალმხრივ დადასტურებული ინფორმაცია და სწორედ ამ რეიტინგების მიხედვით, მაგალითად, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, საქართველო 49-ე ადგილს ფლობს, დემოკრატიული რეფორმების მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა.
ამ რეიტინგებზე საუბარი ჩვენ დაუსრულებლად შეგვიძლია, ამიტომ ნამდვილად გაუგებარია მათი მიდგომა. გასაგებია, რომ მათი მიზანი საქართველოს დისკრედიტაციაა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავძენ, მათი ეს მცდელობები მოკლევადიანია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.