„ეს ორი დღე – ტაივანის, კონგოს, ტაილანდის, ევროპისა და ამერიკის მედიასივრცე “აჭრელებული” იყო ერთი და იგივე ფეიკ-ტექსტებით: იქ, სადღაც “ჯორჯიაში”, ციხეში, ვინმე სააკაშვილი წევს “მოწამლული” და “კვდება”. საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის გამომწვევი ნიუსების რეიტინგში – ამ ინფორმაციას თავისუფლად გაასწრებდა ჩინეთის რომელიმე ზოოპარკში ახალშობილი პანდას ისტორია“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კორუფციული მაქინაციებისთვის 20 წელიწადზე მეტი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ, სამხრეთ კორეის ყოფილ ქალბატონ პრეზიდენტს. ციხეშია დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი – მაგრამ ასე სამარცხვინოდ არცერთი მათგანი არ იქცევა.
„საბჭოთა პიონერიის ასაკის ჯეელებს კარგად უნდა გვახსოვდეს ანჟელა დევისი და ლეონარდ პელტიერი, ეს ორი ამერიკელი “პოლიტპატიმარი”. ორივეს გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციებს ვწერდით პიონერთა რაზმის სახელით. დროთა განმავლობაში, ქალბატონი დევისის გათავისუფლებას ციხიდან, როგორც იქნა “მივაღწიეთ” – ის ჯერ კომუნისტი გახდა, შემდგომ ლესბოსელი და “აზროვნებისა და ფემინისტური კვლევების” პროფესორი. ასე იცის ამერიკული თავისუფლების სიომ. ინდიელთა უფლებების დამცველი პელტიერი კი, დღესაც ციხეშია 78 წლის ასაკში – მას ხომ “ორი სამუდამო” მიესაჯა და სახლში გარდაცვალების შანსი არა აქვს. რამ გამახსენა? ამ ორი ამერიკელის გათავისუფლებაზე მთელი ბავშვობა თავის ქალა აგვიხადეს, დღეს ჩემს გარდა კი ვიღას ახსოვს. ეს ორი დღე – ტაივანის, კონგოს, ტაილანდის, ევროპისა და ამერიკის მედიასივრცე “აჭრელებული” იყო ერთი და იგივე ფეიკ-ტექსტებით: იქ, სადღაც “ჯორჯიაში”, ციხეში, ვინმე სააკაშვილი წევს “მოწამლული” და “კვდება”.
საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის გამომწვევი ნიუსების რეიტინგში – ამ ინფორმაციას თავისუფლად გაასწრებდა ჩინეთის რომელიმე ზოოპარკში ახალშობილი პანდას ისტორია. ერთადერთი, რაც სწორედ ვიწინასწარმეტყველეთ – ამერიკელი PR მენეჯერები თავის გაწეულ სამუშაოში სააკაშვილის ოჯახს ანგარიშს პირნათლად წარადგენენ და კუთვნილ თანხასაც აითვისებენ, ვინაიდან მათ მიერ ნაკისრ “საქმის კეთებაში” ფანტასტიკური შედეგის მიღება ხელშეკრულებით არც იყო გათვალისწინებული. ლეონარდ პელტიერის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით, მთელ სოციალისტურ ბანაკში წლების განმავლობაში მილიონიანი აქციები იმართებოდა – პელტიერი კი ისევ ციხეშია. აქ კი, “ჯორჯიაში” – ვინმე სააკაშვილის მხარდამჭერი ათასიანი მიტინგიც კი ვეღარ შეუგროვებიათ. ასე რომ, ტაივანის თუ ნიდერლანდების მოსახლეობის იმედიც ალბათ არ უნდა ჰქონდეთ… P.S.: ხო, მართლა…გუშინ არგენტინის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ ქალბატონ პრეზიდენტს, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მუხლით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ალბათ – “კაბების საქმეა” იქაც.
კორუფციული მაქინაციებისთვის 20 წელიწადზე მეტი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ, სამხრეთ კორეის ყოფილ ქალბატონ პრეზიდენტს. ციხეშია დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი – მაგრამ ასე სამარცხვინოდ არცერთი მათგანი არ იქცევა. სააკაშვილმა, რომელმაც თავისუფლებაზე ყოფნითაც სირცხვილით მოგვჭრა თავი, დღეს პატიმრობაშიც უკიდურესად სამარცხვინოდ წარმოაჩენს “ქართველს” და საქართველოს, რომლის ოდესღაც “პრეზიდენტიც” იყო და “მთავარსარდალიც“- წერს ქართველიშვილი.