„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.
კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა.
„გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას.
„ჩვენი სიის პირველი ნომერია ლევან ჟორჟოლიანი. ის არის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით საკუთარი ქალაქის და მოქალაქეების სამსახურში.
მეორე ნომრად ოთარ გრიგოლიაა წარმოდგენილი – საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეა და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი.
სიაში შემდეგი კანდიდატი თინათინ ნიბლოშვილია, მან ბევრი გააკეთა თბილისის სიმბოლიკის შესაქმნელად, ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეების სახელის უკვდავსაყოფად.
სიის მეოთხე ნომერია გიორგი ჩაკვეტაძე, გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, 2017 წლიდან – საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი წლებია აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემდეგ, ახალი ენერგიით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას საკრებულოში.
ამ ადამიანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ნიკო კახეთელიძე გამორჩეული კვალიფიკაციის კადრია, ის განსაკუთრებით კარგად იცნობს ჩვენს ქალაქს და თბილისის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად გამოცდილ წევრს, ნინო ვარდოსანიძეს. ის იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრია, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. ნინო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, დღეს კი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის თანაშემწეა.
სიის მეშვიდე ნომერი, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერი, ჩვენი ერთგული თანამებრძოლი – აკაკი ალადაშვილი. აკაკის საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ვფიქრობ, გიორგი ახვლედიანს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა, გამორჩეულად კარგად ერკვევა საკრებულოს მუშაობის სპეციფიკაში.
ჩვენი სიის მეცხრე წევრი ნინო რუხაძეა, ადამიანი, რომელსაც საჯარო თუ კერძო სექტორში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცილება აქვს.
მინდა წარმოგიდგინოთ ლევან აბაშიძე. საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად, ლევანს საპარლამენტო ცხოვრებაშიც აქვს მიღებული მონაწილეობა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსის პოსტს იკავებდა.
ჩვენი სიის მეთერთმეტე ნომერია გურამ ოქროპირიძე, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი პროფესიონალი. 2017 წლიდან გურამი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი იყო, 2018 წლიდან დღემდე კი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.
ჩვენი გუნდის კიდევ ერთი იმედისმომცემი წევრია ანა კაკაბაძე, ის წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სტუდენტების ცხოვრებაში. იმედი მაქვს, საკუთარ გამოცდილებას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას მოახმარს.
წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს, ყველასთვის კარგად ნაცნობ ადამიანს, ვლადიმერ ბოჟაძეს, რომელიც წლებია სამოქალაქო სექტორში პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი, გამორჩეული და კვალიფიციური პროფესიონალია.
ჩვენი სიის კიდევ ერთი გამორჩეული წევრია ალექსანდრე ხუჯაძე. მან იცის გუნდურობის ფასი და ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის რესურსი აქვს.
მარიამ ზაქარიაშვილი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული წევრია. მარიამი სამართლის სპეციალისტია, კეთილსინდისიერი, გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების” ფრაქციის აპარატში მუშაობს.
ჩვენი სიის წევრია ლევან დავითაშვილი, ძალიან გამოცდილი და წარმატებული მენეჯერი. ლევანი წინა მოწვევის საკრებულოში აქტიურად იყო ჩართული მოქალაქეების პრობლემების მოგვარების საქმეში და ახლაც, იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად გააგრძელებს თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვას.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია შალვა ოგბაიძე, საკუთარი საქმის გამორჩეული პროფესიონალი. სატრანსპორტო მიმართულებით მისი ცოდნა ფასდაუდებელია, რაც ჩვენი გუნდის მიერ რეფორმების შემუშავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენი გუნდის მომდევნო წევრი ნათია მოდებაძეა. პუნქტუალური და ენერგიული ადამიანია, რომელსაც პროფესიული გამოცდილება მრავალი მიმართულებით აქვს მიღებული. 2016 წლიდან ნათია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელია.
წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, ლევან არველაძეს. ის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დაუჭერთ და ლევანთან ერთად განვაგრძობთ დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.
ჩვენი გუნდის მეოცე წევრია არჩილ გორდულაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატის უფროსი, ჩვენი თანაგუნდელი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ადამიანი.
ჩვენი გუნდის კიდევ ერთი, ახალგაზრდა და გულანთებული წევრია ანა კილაძე. ანა საოცრად შრომისმოყვარე და პერსპექტიული ადამიანია.
ჩვენი გუნდის შემდეგი წევრია გიგა ბრეგვაძე, ფილოსოფიის მაგისტრი, რომელსაც როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, საოცრად ერთგულ და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელსაც თბილისის საკრებულოში ყველა კარგად იცნობს. თათია ჩახვაშვილი ჯერ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, 2017 წლიდან კი თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატის ხელმძღვანელია.
ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრია ვიტალი ონიანი, ახალგაზრდა, რომელსაც ასაკის მიუხედავად სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
წარმოგიდგენთ ჩვენი სიის ოცდამეხუთე წევრს, ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანს – მარიამ გელაშვილს. მარიამი სამართლის სპეციალისტია და საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატში საქმიანობის გამოცდილებაც აქვს.
მწამს, რომ ჩემი თბილისელები მხარს დაუჭერენ ამ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კანდიდატებს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და შვიდივე პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული წარმატებული გზის გაგრძელება შეუძლებელი იქნება მყარი უმრავლესობის გარეშე ქალაქის საკრებულოში. მეც და ამ ადამიანებს და მთელ ჩვენს გუნდს თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ორ ოქტომბერს არა მხოლოდ კახა კალაძე და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, არამედ ჩვენი დედაქალაქი გაიმარჯვებს. მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ქალაქს და ქალაქელებს.
მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!”, – განაცხადა კახა კალაძემ.