საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას
მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-
მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული
უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ
რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის
პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო
განათლების სისტემის პრიორიტეტები.
დღესვე, ნატოს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ნატო-
საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-
ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო.
საქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების
გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ნატოში
ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა.