სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მმართველი პარტიის ონის მერობის კანდიდატი, სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად კანდიდატი ბააზოვის ქუჩის და აგვისტოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” გივი მეტრეველთან ერთად, ქალაქ ონში ბააზოვის ქუჩის და აგვისტოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი.

ვისაუბრეთ ქალაქში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, პრიორიტეტულ თემებზე და სამომავლო გეგმებზე.

გავეცანით ქალაქში და ქუჩაზე არსებულ პრობლემებს, ასევე ვიმსჯელეთ პრობლემების დროულად მოგვარების გზებზე.

მჯერა ერთმანეთის გვერდში დგომით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ და ერთად შევიტანთ წვლილს ონის მუნიციპალიტეტის განვითარებაში“ – განაცხადა ხიდეშელმა.

 

Back to top button