რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, სერგი ხიდეშელმა, სამუშაო შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, თითოელ ადმინისტრაციულ ერთეულში ნებისმიერ პრობლემურ საკითხს უშუალოდ გაეცნობა და შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად დაისახება მათი დროულად მოგვარების გზები, მოხდება მიმდინარე პროექტების ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი, რომ თითოეული პროექტის შედეგი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მისაღები.