არ მაინტერესებს ეგ საკითხი, – ასე უპასუხა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არ არის საინტერესო შვიდი წლის წინ, ვინ რას მოაწერა ხელი.
,,არ მაინტერესებს ეგ საკითხი. ღალატად მიმაჩნია ის, რომ ,,ქართული ოცნების’’ პირობებში მავთულხლართების გავლებამ ე.წ ასევე, ინსტალაციების მოწყობამ, როგორც ლაპარაკობენ, გამოიწვია ის, რომ მშვიდობის პერიოდში, სამი სოხუმის მასშტაბის ტერიტორია არის შემოღობილი და შვიდი ცხინვალის. აი, ამაზე ვისაუბროთ. და არა იმაზე, რომ შვიდი წლის უკან, თუ 15 წლის უკან, ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი,’’ – განაცხადა მანჯგალაძემ.