საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.