გახარიასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე ჩემი შეფასება და ვთქვი ძალიან ღიად და გულწრფელად ის, რასაც ვფიქრობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის. ეს არის ჩემი სათქმელი”, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტების კითხვას, გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი თანხაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე კომენტარები უკვე გაკეთდა.
„მე წამოსული ვარ, კამპანიაში ვარ ჩართული, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამის თაობაზე თქვენ მოისმინეთ, განცხადებები გააკეთა კახიმაც, პარტიის ხელმძღვანელობამ და მგონი, მოსახლეობას კითხვა აღარ დარჩება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.