გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე – ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა მედიისთვის კომენტარები ჭიათურაში გააკეთა.