საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.
სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.
ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.