დავით შერაზადიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, გიორგი მირიანაშვილთან და დავით ჯაფარიძესთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა.

შერაზადიშვილმა ახალგაზრდებს  ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სტუდენტობა მიულოცა და დასძინა, რომ  მუნიციპალიტეტიდან, ბევრმა ახალგაზრდამ მოიპოვა სასწავლო გრანტი, რაც მისთვის  სასიხარულო და საამაყოა.

„ახალგაზრდები, მათი იდეები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან ქვეყნის მომავალი. ჩვენი ვალდებულება კი არის მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Back to top button