„ჩვენიჯარის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური შეხვდა

პროექტი  „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ხონის N2 საჯარო სკოლას მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე ესტუმრა.

ბრიგადის მეთაური მშობლიური სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა საქართველოს თავდაცვის ძალების თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები იხილეს და ეროვნული გმირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

პროექტის მიზანს ახალგაზრდა თაობაში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.

Back to top button