“Let`s Do It” საქართველოს ორგანიზებითა და ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადაეცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ორგანიზაცია “Let`s Do It” -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის „იმოქმედე გარემოსთვის“ ფარგლებში სამი წელია მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში “Let`s Do It” საქართველოს ორგანიზებით, ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად  სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში  ფასადის ურნები საჩუქრად გადაეცათ კასპის #1, #2, #3 საჯარო სკოლებსა და ასევე, ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ “Let`s Do It” საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა  ღონისძიებებში, ბანაკებსა და მსოფლიო დასუფთავების დღეებში.

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის.

მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

Back to top button