სოზარ სუბარი სააკაშვილზე: ვინც მე საქართველოში დამაბრუნა, უკრაინაში ჩანერგილი რუსეთის აგენტები იყვნენო; ბანდეროლი იყო ეს დალოცვილი? თვითონ არაფერს წყვეტდა?

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი, გიული ალასანიას მიერ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ვინც მე საქართველოში დამაბრუნა, უკრაინაში ჩანერგილი რუსეთის აგენტები იყვნენო. ბანდეროლი იყო ეს დალოცვილი? თვითონ არაფერს წყვეტდა?“, – წერს სოზარ სუბარი.

გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: „სადაც ნახავდნენ [მიხეილ სააკაშვილს], აეროპორტი იქნებოდა, კაფე თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში სასწრაფო და აუცილებელია“.

Back to top button