”postv-სთვის“ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი და შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სია მესამე ნომერმა -ლორანდ ეზოიანმა დატოვა.
ინფორმაცია ტელეკომპანიას ადგილობრივებმა დაუდასტურეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზეზით უთხრა უარი სიის მესამე ნომერმა ყოფილ პრემიერს. „postv-ი“ ზუსტი მიზეზის დასადგენად ეზოიანთან დაკავშირებას ცდილობს.