ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18- დან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს 4-წლიანი კონტრაქტი უფორმდება.

მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ.

„რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია. ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით. რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება. შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი. მომზადების კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე, ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება.

საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85; 595 06 03 44

ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70

თელავი – ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03;

გარდაბნის რაიონი სოფელი მთისძირი – წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ ტელ: (995) 577 19 82 83

სენაკი – დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1 ტელ: 595 80 49 42

ბათუმი – ეროვნული გვარდიის მე – 10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05

ახალციხე, კოსტავას ქ. #1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90

შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც: https://onlinebct.mod.gov.ge/ “, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button