დიმიტრი ხუნდაძე ოპონენტებს: მოდით გადმოვთარგმნოთ ამერიკული კანონმდებლობა და განვიხილოთ ის ერთი-ერთში. მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, რომ თვითონ ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი

„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპონენტებს სთავაზობს, ვინც ფიქრობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი რუსულ კანონმდებლობას ეყრდნობა, გადათარგმნონ ამერიკული კანონმდებლობა და შემდეგ განიხილონ ის ერთად.

„მოდით გავაკეთოთ ასე, გადმოვთარგმნოთ [ამერიკული კანონმდებლობა] და განვიხილოთ ის ერთი-ერთში. მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, რომ თვითონ ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი, არადა ამერიკამ უფრო ადრე მიიღო. ეს არის სპეკულაციის საგანი. ასეთი შეფასებები ჰგავს იმ უარგუმენტო რეზოლუციას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

Back to top button