საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლის იუბილეს აღნიშნავს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იუბილარია. სკოლის იუბილეს წინ უძღოდა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი, გუდაურში მიმდინარეობდა.

სკოლის იუბილე და კურსის გამოშვების ცერემონიალი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. სამხედროებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარმა პაატა კვიჟინაძემ. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით დასრულდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსოფლიოში აკრედიტებული პარტნიორობა მშვიდობისათვის ცენტრებს შორის ერთადერთია სამთო მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს უცხოელი სამხედროების მომზადება-გადამზადებას.

Back to top button