ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. პირად შემადგენლობას საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპაციის (1921წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
სამხედროების მუზეუმში ვიზიტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი აქვს და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.