საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

Back to top button