თამთა მეგრელიშვილი: 5 000 ლარად გაიყიდა ახალგაზრდა კაცის, თორნიკე შუკაკიძის კაცობა

“ნაციონალური მოძრაობის” შავ პოლიტიკაში ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს “ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს გიორგი მუმლაძეს, თუ არა პოლიტიკური – წერს ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გიორგი მუმლაძე გარედან ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე შეპარულ პროვოკატორებს, რომელთაც გვერდს უმაგრებდა საგანგებოდ ამ პროვოკაციის გასაშუქებლად მისული “მართალი სიტყვის მთქმელი” მთავარი არხი.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს უნივერსიტეტის და ილიაუნის კონკრეტულმა სტუდენტებმა ბატონი ირაკლი კობახიძის ავტორობითა თუ თანაავტორობით გამოცემული წიგნები დაწვეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დააბრალეს. დღეს კი მას ლექციაზე კონკრეტულმა პირებმა მისთვის და სტუდენტებისათვის უცნობი პირი, თორნიკე შუკაკიძე შეუგზავნეს და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

არაფერი გამოვიდა, ლექცია ჩვეულ ფორმატში ჩატარდა, უბრალოდ “ნაციოანლური მოძრაობის” ხელწერა კიდევ ერთხელ ამოვიკითხეთ, აბა ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს “ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს გიორგი მუმლაძეს, თუ არა პოლიტიკური.

ის გარედან ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე შეპარულ პროვოკატორებს რომელთაც გვერდს უმაგრებდა საგანგებოდ ამ პროვოკაციის გასაშუქებლად მისული “მართალი სიტყვის მთქმელი” მთავარი არხი. ასე დაგეგმილად, ყველა ერთად, დამკვეთი, შეგზავნილი პროვოკატორი და პარტიული მედია, წავიდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, მაგრამ ყველამ ერთად სტუდენტებისაგან საკადრისი პასუხი მიიღეს და გაძევებულნი იქნენ აუდიტორიიდან. ეს პოლიტიკური პერფორმანსი 5000 ლარი დაჯდა! დიახ, 5000 ლარად გაიყიდა ახალგაზრდა კაცის, თორნიკე შუკაკიძის კაცობა “ნაციონალური მოძრაობის” შავ პოლიტიკაში. დიახ, თორნიკე შუკაკიძე, რომელიც დიდი კანონმორჩილებით არ გამოირჩევა და რომელიც თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამოა ნასამართლევი, 5000 ლარის სანაცვლოდ მოწყობილ პოლიტიკურ სანახაობას როგორც ჩანს დიდი ფიქრის გარეშე დათანხმდა. ეს რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს არის ფაშიზმი თანამედროვეობაში.

“ნაციონალური მოძრაობა” მზადაა ყველას ჩამოგვიაროს და პოლიტიკური ნიშნით ჩვენზე იძიოს შური. ამ ყველაფერზე საჭიროა დროული და სათანადო რეაგირება. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა იყო და დღესაც ამადვე რჩება და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს! „ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Back to top button