აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა, გიორგი იაკობაშვილმა და ზურაბ ლიპარტიამ, აბაშაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებსა და ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე მონიტორინგი მიმდინარეობს საკარმიდამო ნაკვეთებში. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდება. მონიტორინგის საბოლოო შედეგების საფუძველზე დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით.

სპეციალისტების მიერ უკვე შემოწმდა წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი, სპეცტექნიკის გამართულობა, რაც ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია.

Back to top button