კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქში შემოსასვლელი და მდინარე ლეხურის მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენის გატანა ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო.

კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხეების დარგვის აქციაც გაიმართა.

დასუფთავების აქციასა და ნერგების დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“ს- თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და ხეების დარგვის აქციებს პერმანენტულად ატარებს.

Back to top button