თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში – FIRST გაწევრიანდა.
აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით გლობალურად აღიარებული პლატფორმაა.
FIRST-ში გაწევრიანება კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვითა და გამოცდილების გაზიარებით, გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამ კუთხით, მუდმივ რეჟიმში თანხვედრაში იყოს თანამედროვე მიდგომებთან.