საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის მხრიდან კი, ომისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნილს პოლსენმა მოაწერეს.
ნატოს მიერ აკრედიტებული რეგიონში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
პარტნიორებმა სკოლას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი პრაქტიკული და მატერიალური დახმარება გაუწიეს.