ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს.

გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი. TasteAtlas-ის პლატფორმაზე10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.

Back to top button