ტყიბულს სუპერლიგაში საკუთარი გუნდი ეყოლება

ტყიბულის ,,ორბი“  ,,ა“ ლიგის ჩემპიონია და შემდეგი სეზონიდან სუპერლიგაში იასპარეზებს.

ფინალში ტყიბულის ,,ორბმა” 99:81 “გორის ივერიონი” სტუმრად დაამარცხა და ფინალური სერია 3:1 დაასრულა!!

გორში გამართულ შეხვედრებზე, ტყიბულელი გულშემატკივრები საყვარელ გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ქომაგობდნენ.

ტყიბულისათვის სუპერლიგის საგზურის მოპოვება ისტროიული შედეგია.  2023-2024 წლების საკალათბურთო  სეზონში პირველად იქნება, რომ ტყიბულის გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, სუპერლიგაში იასპარეზებს.

Back to top button