ჩემთვის დიდი პატივი იყო მეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროსთვის და მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესით საქართველომ საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობა და პარტნიორობისათვის სანდო მოკავშირის სტატუსი მოიპოვა
„დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ სამი ათწლეულის განმავლობაში რთული გზა გაიარა და დღეს, თითოეული მისი თანამშრომლის უდიდესი შრომისა და თავდადების შედეგად, ჩვენს ქვეყანას თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის უმაღლესი სტანდარტები აქვს. ჩემთვის დიდი პატივი იყო მეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროსთვის და მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესით საქართველომ საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობა და პარტნიორობისათვის სანდო მოკავშირის სტატუსი მოიპოვა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს 30 წლის იუბილეს, ვუსურვებ კიდევ მეტ წარმატებებს საქართველოს სახელმწიფოს წინსვლისთვის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.