ოთარ შამუგია: 2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა

2022 წლის ივნისში ავტორიზაცია უკვე მიენიჭა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სამ ორგანიზაციას – ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებისათვის; ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი; დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 9 305 მწარმოებელი.

საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის” ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ასევე, მომზადებულია „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი.

Back to top button